მაგისტრების მომზადება საპროექტო

მიმართულების შესასწავლი

საგნები და სამუშაო პროგრამები

 

1. ქალაქგეგმარებითი პროექტირება _ ძირითადი მიმართულებები;

  • განსახლება და აგლომერაციული დაგეგმარება; მთიანი რაიონების განვითარება, საკურორტო რაიონების ქალაქგეგმარებითი პრობლემები; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და თბილისის სატრასპორტო პრობლემები. ეკოლოგიური პრობლემები და ლანდშაპტური არქიტექტურა.

 

მაგისტრანტები I სემესტრში ასრულებენ პროექტს თემაზე:L,,მცირე ქალაქი

  • II-III სემესტრში ქალაქგეგმარებითი პროექტის თემის შერჩევა ხდევა მაგისტრანტის სადიპლომო თემიდან გამომდინარე _ მასთან მიახლოებული თემატიკით _ დავალება მომზადდება  და შეირჩევა ინდივიდუალურად.

 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

არქიტექტურის ინსტიტუტის ურბანისტიკის კათედრა

 

  

 

საპროექტო მოცემულობა თემაზე

,,მცირე ქალაქი

 

 

 

დისციპლინა: ქალაქგეგმარებითი

პროექტირება: მაგისტრატურისათვის

  

 

 

 

თბილისი 2005 .

 

მცირე ქალაქი

 

            ახალი ქალაქის მშენებლობისათვის ან არსებულის განვითარებისათვის ტერიტორიის შერჩევისას საჭიროა გათვალისწინებული იქნეს შემდეგი:

a)      ადგილმდებარეობის ბუნებრივი პირობები

b)      ქალაქის ძირითადი ზონების ურთიერთდაკავშირების პირობები; გამომდინარე იმ ამოცანებიდან, რაც დასახულია სამრეწველო დაწესებულებებშო მშრომელთა ნორმალური მოღვაწეობისათვის და მოსახლეობის ყოფა0ცხოვრების საუკეთესო პირობების შესაქმნელად;

) ტერიტორიის საინჟინრო კეთილმოწყობის პირობები.

 

ქალაქის ტერიტორიის ფუნქციონალური ორგანიზაცია

      ქალაქის ტერიტორია თავისი ფუნქციონალური დანიშნულებისა და მისი გამოყენების ხასიათის მიხედვით იყოფასამოსახლო, სამრეწველო, კომუნალურ-სასაწყობო და გარე ტრანსპორტის ზონებად.

      ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე გათვალისიწნებული უნდა იყოს ქალაქგარე ზონა, როგორც სარეზერვო ტერიტორია მომავალი ახალი მშენებლობისათვის და აგრეთვე მწვანე ნარგავებისათვის ქალაქის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებისა და მშრომელთა დასვენების გზით.

 

სამოსახლო ტერიტორია

 

      სამოსახლო ტერიტორია შედგება სახცოვრებელი განაშენიანებისაგან, საზოგადოებრივი ცენტრებისაგან და საერთო მწვანე ნარგავებისაგან.

      საჭირო სამოსახლო ტერიტორიის წინასწარი განსაზღვრისათვის შესაძლებელია ვისარგებლოთ გამსხვილებული მონაცემებით.

საცხოვრებელი სახლები სართულების

რაოდენობით

სამოსახლო ტერიტორიის სიდიდე, ჰა

 

2 სართულიანი ბლოკირებული, 1502

მიწის ნაკვეთით

4 სართულიანი

9 სართულიანი

12-16

 

9-12

6-9

 

ქალაქის სამოსახლო ტერიტორიის ძირიტად სტრუქუტურლ ელემენტად მიღებულია საცხოვრებელი ჯგუფი, რომლის საზღვრებიც განისაზღვრება მაგისტრალური და საცხოვრებელი ქუჩების წითელი ხაზებით. საცხოვრებელი სახლების გარდა უნდა განთვსდეს პირველადი მომსახურების დაწესებულებები/საბავშვო ბაღი, სკოლები, მაღაზია ყოველსღიური საჭიროებისათვის და სხვა/. საერთოდ რაციონალური კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურების მიზნით ქალაქებში აუცილებელია საზოგადოებრივი ცენტრების ურთიერთდაკავშირებული სისტემის შექმნა, რომელიც უნდა მოიცავდეს საერთო საქალაქო სპეციალიზებული /სამედიცინო, სასწავლო, სპორტული, სამეცნიერო და ../, სამრეწველო რაიონების, დასვენების ზონის და ადგილობრივი მნიშვნელობის საზოგადოებრივ ცენტრებს.

            საერთო სარგებლობის მწვანე ნარგავები _ პარკები, ტყეპარკები, ბაღები, სკვერები და ბულვარები _ სამოსახლო ტერიტორიაზე უნდა განაწილდეს თანაბრად და რაც შეიძლება ახლოს საზოგადოებრივ ცენტრთან და სპორტულ კომპლექსთან.

            საერთო სარგებლობის მწვანე ნარგავების ფართობი 1 სულ მოსახლეზე აღბული უნდა იყოს არანაკლებ 72.

           

ქუჩების ქსელი და ქალაქის ტრანსპორტის მოძრაობა

 

            მცირე ქალქებში, რომლებიც გამოირჩევიან კომპლექსური გეგარებით სტრუქტურით, მთავარ როლს ასრულებს საქვეითო კავშირები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განვითარება ყოველთვის საჭიროა, როცა ძირიტადი მიზიდულობის ადგილების /ცენტრი, სამრეწველო ზონა, რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, დასვენების ზონა და სხვა/, მიღწევის საშუალო რადიუსი აღემატება 1 კმ.

            დანაწევრებული ან ხაზოვანი გეგმარებითი სტრუქტურის მქონე ქალაქებში, როგორც წესია, აუცილებელი ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა.

            საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მოძრაობდეს მაგისტრალუ          ქუჩებზე, ამასთან, შედარებით წყნარი რელიეფის შემთხვევაში გაჩერების პუნქტებთან მანძლილები არ უნდა აღემატებოდეს 400-500 -. მაგისტრალური ქუჩების სიგანე წითელ ხაზებში აიღება 55, ზოლო საცხოვრებელი ქუჩებისა _ 30.

 

 

 

სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების საანგარიშო მონაცემები

a)      საბავშვო ბაღები 70-90 ადგილი 1000 კაცზე (ნაკვეთის ფართი 35-40 2).

b)      სკოლები 160 ადგილი ნაკვეთის ფართი 1,7-2,0 ჰა.

 

ავტოსადგომებისა და გარაჟების განაწილება უნდა დაპროექტდეს შემდეგი მონაცემების შესაბამისად:

      I ავტოსადგომები: 1) მიკრორაიონი _ 10-15 ადგილი 1000 მცხოვრებზე.

2) სამრეწველო შენობები _ 2-4 ადგილი 100 მუშაზე ორ ცვლაში. 3) სპორტული ნაგებობები _ 1-2 ადგილი 100 მაყურებელზე. 4) ქალაქის ცენტრი _ ქალაქის ავტომობილების პარკის 10%

მათ შორის

/ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები 3-5 ადგილი 100 მაყურებელზე

/ სავაჭრო ცენტრი _ 2-3 ადგილი 1002. სავაჭრო ფართობზე:

/ ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი ორაგაიზაციები _ 3-5 ადგილი 100 მომსახურეზე.

      II გარაჟები:

1)      საქალაქო მსუბუქი ავტომობილების გარაჟი გარაჟი _ 1 გარაჟი 500 მანქანაზე ნაკვეთის ფართობით 1,4-1,5 ჰა.

2)      მიკრორაიონი _ 30-40 ადგილი 1000 მცხოვრებზე.

3)      მცირე ქალაქის საზოგადოებრივი ცენტრი

      ქალაქის საზოგადოებრივი ცენტრის ქვეშ გულისხმობენ ადმინისტრაციულ პოლიტიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, სატრანსპორტო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, სავაჭრო, სპორტულ და სხვა მთავარ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, რომელტაც დაკისრებული აქვთ ქალაქის მთელი მოსახლეობის ეპიზოდური და პერიოდული /მცირე ქალაქებში/ მომსახურების ფუნქცია.

      საზოგადოებრივი ცენტრი არის მთავარი სტრუქტურული კვანძი, რომელსაც არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით ცენტრი დასახლებული ადგილის დომინანტია და უნდა გამოირჩეოდეს თავისი წარმოსადეგობით და მოხერხებულობით. ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ შენობებისა და ნაგებობების სწორი არქიტექტურული მასშტაბის შერჩევა, არამედ მათი გარემომცველი ღია სივრცეების მხატვრული დამუშავებაც. მცირე ქალაქის პირობებში, სადაც ძირითადად გვაქვს დაბალსართულიანი განაშენიანება, ერთ-ერთ მთავარ პრონციპს უნდა წარმოადგენდეს ცენტრის კომპოზიციისათვის ქალაქური ხასიათის მინიჭებით.

      თანამედროვე ცენტრის ყველა ფუნქცია იყოფა სამ ჯგუფად: /საზოგადოებრი-პოლიტიკური მუშაობა და მართველობა, განათლება, მეცნიერება/; კულტურა და ყოფა-ცხოვრება/ გართობა სპორტი/. თითოეულ ჯგუფში შედის შედის სხვადასხვა  დაწესებულებები, რომლებიც შესაძლებელია აგრეთვე დაიყოს მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად. ყველა ეს დაწესებულება და ორგანიზაცია ქმნის ცენტრის სოციალურ შინაარსს და საფუძველს მისი სტრუქტურის განსაზღვრისათვის, ცენტრალური ზონის საზღვრების დადგენისათვის და გეგმარებითი ორაგანიზაციისათვის.

 

ცენტრის ტერიტორია შემდეგი ელემეტებისაგან:

/ უბანი, რომელზეც განლაგებულია შენობები და ნაგებობები;

/ საქვეითო ზონა /ქვეითად მოსიარულეთა გზები, ტროტუარები და მოედნები/;

/ სატრანსპორტო ზონა/ გზები და მისასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები; ავტოსადგომები/;

/ თავისუფალი სივრცეები გამწვანებისათვის.

      მცირე ქალაქის განაშენიანებისათვის საჭირო ტერიტორია გამომდინარეობს ნორმიდან 2-32. ერთ სულზე გამწვანებული ტერიტორია და ტერიტორია, რომელიც განკუთვნილი იქნება მოედნებისათვისტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა გზებისათვის მთელ ტერიტორიის დაახლოებით 50%-.

      აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ცენტრის საერთო ტერიტორია ერთ სულ მოსახლეზე უნდა შეადგენდეს 4-6 2-.

      პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს საცხოვრებელი კომპლექსის სოციალურ-საყოფაცხოვრებო ორგანიზაციის ისეთი ფორმა, რომელიც შეესაბამება განსახლების საუკეთესო პირობებს და მოსახლეობის როგორც კერძო, ისევ საზოგადოებრივ ინტერესებს.

      საცოვრებელი სახლების სართულიანობა განისაზღვრება სამშენებლო ადგილის, მშენებლობის ეკონომიკურობის, საცხოვრებლის ექსპლუატაციის და საზოგადოებრივ მომსახურების დონის შესაბამისად საცხოვრებელი ფონდის გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნას

 

მიღებული შემდეგი მონაცემები:

საცხოვრებელი ფართობი ერთ სულ მოსახლეზე _ 182

საერთო ფართობი ერთ სულ მოსახლეზე _ 252

საშუალო სულადობა ერთ ოჯახში _ 3,52

პროექტის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ქალაქის ტერიტორიის ბალანსი შემდეგი ფორმის მიხედვით:

ქალაქის ტერიტორიის ბალანსი

ტერიტორიის ელემენტები             ჰა                     2 მცხ.

               1                           2                         3

/სამოსახლო ტერიტორია:

  1. საცხოვრებელი ტერიტორია
  2. საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტების ნაკვეთები
  3. საერთო სარგებლობის მწვანე ნარგავები
  4. სხვა ტერიტორია

სულ                       100%

/არასამოსახლო ტერიტორია:

  1. სამრეწველო
  2. გარე ტრანსპორტი
  3. სხვა ტერიტორიები

სულ                      100%

 

 

პროექტის შემადგენლობა

  1. სიტუაციური გეგმა
  2. ქალაქის გენერალური გეგმა 1:2000 მასშტაბი
  3. ქალაქის ცენტრის გენერალური გეგმა 1:500 მასშტაბი
  4. ქალაქის ცენტრის მაკეტი 1:500 მასშტაბი
  5. ჭრილი განშლები 1 ან 2 მასშტაბი 1:500 მასშტაბი
  6. ჩახატი
  7. ექსპლუატაცია და ქალაქის ტერიტორიის ბალანსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

არქიტექტურის ინსტიტუტი

ურბანისტიკის №108 კათედრა

  

მეთოდური მითითებები და საპროექტო მოცემულობა თემაზე “ისტორიული განაშენიანების რეკონსტრუქცია ქალაქის თანამედროვე სტრუქტურაში”

 

 

დისციპლინა:

 

ქალაქგეგმარებითი პროექტირება მაგისტრატურისათვის

 

 

 

 

თბილისი _ 2005

         თანამედროვე ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული მოშენების რეკონსტრუქცია, რომლის მიზანიაერთდროულად ისტორიული ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, განახლებაძალიან რთულია და მრავალფეროვანი. კონკრეტული პირობებიდან და ახალი ელემენტების ისტორიულ განაშენიანებაში შეჭრის ხარისხიდან გამომდინარე განასხვავებენ თანამედროვე არქიტექტურული მოღვაწეობის მეთოდებს.

            მეთოდური მითითებების მიზანია:

            _ განისაზღვროს ის ძირითადი მიმართულებები, რომელი მიმართულებაც მოხდება რეკონსტრუქციის პრობლემის /საკითხის/ გადაწყვეტის განხორციელება.

            რეკონსტრუქციის პროექტირების საერთო მიზნების და ამოცანების გადაწყვეტა დამოკიდებულია:

            _ ქალაქის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, რაც განპირობებულია ადგილმდებარეობით და ისტორიული განვითარებით;

            _ ღირებული ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობის არსებობაზე;

            _ ფუნქციურ დანიშნულებაზე;

            _ საყრდენი ფონდის მდგომარეობაზე და ტერიტორიის კეთილმოწყობაზე (ძველი საცხოვრებელი ფონდის არსებობა, მოშენების სიმჭიდროვე, სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობებით უზრუნველყოფა და ..);

            _ სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფის ხარისხზე.

            ამ ნიშნების საფუძველზე განისაზღვრება რეკონსტრუქციის ხასიათი.

            ისტორიული განაშენიანების რეკონსტრუქციის პროექტი მიზანშეწონილია დამუშავდეს კონკრეტული ადგილის, ყოფის პირობებისა და ბუნებრივ-კლიმატური გარემოსათვის.

            საკურსო პროექტის ობიექტად შეიძლება აირჩეს ქალაქგეგმარებითი სტრუქტურის ფრაგმენტი (კვატალების ჯგუფი, ქუჩის მოშენება, სანაპირო, მოედნის კომპლექსი და სხვა), რომელიც მოიცავს ცალკეულ არქიტექტურულ ძეგლებს და გარკვეული ისტორიული-მხატვრული ღირებულებების მატარებელია.

            პროექტის მუშაობის პროცესი შეიცავს ორ ძირითად ნაწილს: წინასაპროექტო კვლევისა და საპროექტო ციკლს.

            წინასაპროექტო კვლევები: საყრდენი მასალის შეგროვება და მოშენების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლა.

            კვლევის წინასწარი სტადია მოიცავს:

            _ ობიექტზე საყრდენი მასალის შეგროვება;

            _ გამოკვლევა ნატურაში;

            _ ისტორიული განაშენიანების სტრუქტურისა და არქიტექტურულ-სივრცითი კომპოზიციის ანალიზი. მისი აღქმის პირობები.

            მოშენების მდგომარეობის შეფასების ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქგეგმარებით მაჩვენებლები, რომლებიც ემსახურებიან მის კატეგორიზაციას, არის შემდეგი:

            _ ცალკეული კვარტალების მოშენების სიმჭიდროვე;

            _ მოშენების ხასიათი, გამოხატული შენობის კონსტრუქციებში, სართულიანობაში და ცვეთის ხარისხში;

            _ მოსახლეობის სიმჭიდროვე და განაშენიანების სიმჭიდროვე (ბრუტო და ნეტო);

            _ საზოგადოებრივი მომსახურების ქსელის მდოგმარეობა;

            _ საინჟინრო ქსელის, კეთილმოწყობისა და მწვანე ტერიტორიების მდოგმარეობა.

            აღნიშნული ქალაქგეგმარებითი მაჩვენებლის საფუძვლეზე საცხოვრებელი განაშენიანება შეიძლება განვსაზღვროთ ოთხი ძირითადი კატეგორიით. (იხ. დამატ. ცხრ.1)

            თითოეული კატეგორიის ძირითადი მახასიათებელი გამოიხატება შემდეგში:

            I კატეგორია _ მჭიდროდ დასახლებული ცენტრალური რაიონი 3-5 სართულიანი შენობების კაპიტალური ფონდით სადაც მოსახლეობისა და საცხოვრებელი ფართის ბრუტო და ნეტო სიმჭიდროვე ერთეულ ტერიტორიაზე არის მაქსიმალური; საზოგადოებრივი მომსახურების დონა _ მაღალი; მოშენება ვერ პასუხობს სანოტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.

            II კატეგორია _ მოშენება განთავსებულია უშუალოდ ცენტრთან, კაპიტალური შენობები 2-3 სართულიანია, ბინების მოძველებული დაგეგმარებით, ბრუტო და ნეტო მოსახლეობის სიმჭიდორვე მასში შედარებით ოპტიმალურია; საზოგადოებრივი მომსახურება განვითარებულია; კეთილმოწყობა _ კარგ დონეზეა; მოშენების სანიტარულ-ჰიგიენური მახასიათებელი შედარებით კარგია.

            III კატეგორია _ მოშენება ცენტრიდან შორსაა, შენობები ძველია 1-2 სართულიანი, მოსახლეობის სიმჭიდროვე დაბალია. საზოგადოებრივი მომსახურება და კეთილმოწყობა დაბალ დონეზეა.

            IV კატეგორია _ მოშენება განთავსებულია ქალაქის პერიფერიულ ნაწილში. 1-2 სართულიანი კერძო სახლები. მოშენებისა და მოსახლეობის სიმჭიდროვე _ დაბალია. საზოგადოებრივი მომსახურება და კეთილმოწყობა _ არადამაკმაყოფილებელია.

            რეკონსტრუქციის მიმართულება უნდა შეესაბამებოდეს ამა თუ იმ დადგენილ კატეგორიას. მაგალითად, I კატეგორიის მოშენების რეკონსტრუქციის ძირითადი მიმართულებელია: მოსახლეობის სიმჭიდროვის დაწევა, ცხოვრების სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დონის ამაღლება, შიგაკვარტალური სივრცეების ზონირების მეშვეობით, ბინების მოდერნიზაცია, მავნე სამრეწველო საწარმოების გატანა და სხვა.

            II კატეგორიის მოშენების რეკონსტრუქცია ძირითადად ეხება საზოგადოებრივი მომსახურების სტრუქტურების გაუმჯობესებას, მოშენების გეგმარებითი და სივრცითი ორგანიზაციის სრულყოფას, ქუჩების ქსელისა და პატარა კვარტალების დაჯგუფებების თანდათანობითი გადაკეთებით და სხვა.

                        სარეკონსტრუქციო ღონისძიებების ხასიათისა და შინაარსის განსაზღვროს შემდეგ, საჭიროა მიღებული საპროექტო წინადადების დასაბუთება.

 

რეკონსტრუქციის ეკონომიკური, სოციალური და

ფუნქციური ამოცანების გადაწყვეტის დასაბუთება

           

            ისტორიული მოშენების რეკონსტრუქცია შეიძლება დასაბუთებული იქნეს:

            _ არსებული მოშენების ფიზიკური და მორალური ცვეთით;

            _ ქალაქის ტერიტორიის არაეკონომიური გამოყენებით;

            _ ისტორიული ძელის გარშემო არქიტექტურულ-სივრცითი გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობით.

            _ განსახლების და საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების აუცილებლობით და სხვა.

            _ ეკონომიკური პირობები უნდა გავითვალისწინოთ როგორც ისტორიული ქალაქის რეკონსტრუქციისადმი კომპლექსური მიდგომის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ერთად მოიცავს ქალაგქგემარებით პროექტირებას, რეკონსტრუქციას, სახლების რესტავრაციას და მოდერნიზაციას და აგრეთვე კულტურის და ქალაქგეგმარებით ძეგლების შენარცუნებას.

            ისტორიული განაშენიანების რეკონსტრუქციის ეკონომიკური ამოცანები შეიცავს ტერიტორიის ფუნქციური ზონირების სარგებლობისა და მოწესრიგების ინტენსივობის ამაღლებას და სარეკონსტრუქციო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფას საცხოვრებელი ტერიტორიის მინიამლური დაკარგვით.

            სარეკონსტრუქციო ღონისძიებების განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიკურობა ძველი ქალაქის მატერიალური დანაკარგებისა და შენაძენის პოზიციიდან.

            დასანგრევი ფონდის მოცულობის შედარება ახალი საცხოცრებლის მშენებლობის მოცულობასთან ითვლენა გენგეგმის ერთ-ერთ ძირითად ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლთან.

 

სოციალური ამოცანები

 

            რეკონსტრუქციის სოციალურ ამოცანებს შეადგენს:

            _ ცხოვრების თანამედროვე კომფორტული პირობებით უზრუნველყოფა;

            _ შესაბამისობა საცხოვრებელი ფონდის შემადგენლობასა და მოსახლეობის დემოგრაფიულ სტრუქტურას შორის, შესაბამისობა მოსახლეობის ოჯახურ შემადგენლობასა და ბინების რაოდენოაბს შორის, შესაბამისობა სახლების ტიპებსა და მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურას შორის;

            _ შენობების კაპიტალურობის ზრდა, მოძველებული ფონდის (ფიზიკური ცვეთით 70% და მეტი) აღება, სახლების სეისმოშედეგობის უზრუნველყოფა;

            _ საცხოვრებელი სახლების მოდერნიზაცია;

            _ ტერიტორიის სანაცია;

            _ კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესება;

            _ დასვენების ადგილების ორგანიზაცია და შიგაკვარტალური ტერიტორიების გამწვანება;

            _ მოშენების მხატვრულ-ესთეტიკური ხასიათის ამაღლება.

 

რეკონსტრუქციის სოციალური ეფექტი

            მჟღავნდება სარეკონსტრუქციო კომპლექსის ხარისხობრივი პარამეტრების ცვლილებაში მიმართული ისტორიული მოშენების უტილიტარული და ესთეტიკური ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.

 

არქიტექტურული ძეგლებისა და ისტორიული შენობების გამოყენების შესაძლებლობები

ისტორიული მოშენების რეკონსტრუქციის უმთავრეს ამოცანად ითვლება არა მარტო მისი უპირობო შენარჩუნება, არამედ მისი ისტორიული, მხატვრული და ეთნოგრაფიული ფასეულობების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება.

            ისტორიული შენოებების წარმატებით მოხმარებისათვის აუცილებელია გამოვიდეთ პირობებიდან (ადგილმდებარეობა ქალაქგეგმარებით სტრუქტურაში, გეგმარების ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულება, ნიშვნელოვანი არქიტექტურული ფრაგმენტის არსებობა და სხვა) და განისაზღვროს მათო გამოყენების ყველაზე მიზანშეწონილი ფორმა.

            ჩვეულებრივ გამოიყენება ორი მეთოდი:

            პირველი მეთოდი _ საცხოვრებელი სახლების მოდერნიზაცია.

            დემოგრაფიული ტენდენციების გათვალისწინებით ბინები ექვემდებარება გადაგეგმარებას.

            მეორე მეთოდი _ ძველი შენობების ფუნქციური შინაარსის შეცვლა.

            იცვლება სელიტებური ტერიტორიის ცალკეული ელემენტების დანიშნულება. ნაწილი საცხოვრებელი სახლებისა კარგავს თავის ფუნქციას. მათში თავსდება მომსახურების ობიექტები. საერთოდ უპირატესობა ენიჭება კულტურულ-სანახაობითი დანიშულების დაწესებულებებს, საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და ტურისტების მომსახურების სფეროს და .. ამ მიზნისათვის დასაშვებია საცხოვრებელი სახლების პირველი და მეორე სართულების გამოყენება.

            არქიტექტურული ძეგლების დღევანდელი სარგებლობის ხასიათის გასარკვევად მნდა ვიხელმძღვანელოთ შემდეგი მოთხოვნები:

_ ძეგლის ფუნქციური დანიშნულების შესაბამისობა ქალაქგეგმარებით და ბუნებრივ გარემოსთან;

 _ ძეგლის გეგმარებითი, მოცულობით-სივრცითი სტრუქტურის, კონსტრუქციული თავისებურებების, ფასადებისა და ინტერიერების შენარჩუნება;

_ ძეგლის ტერიტორიის, მასზე განთავსებული ნაგებობების, ბაღების, პარკების კეთილმოწყობის ისტორიული ელემენტების და ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნება;

_ ძეგლის ექსპლუატაციის თანამედროვეჰიდროგეოლოგიური საინჟინრო და სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნის დაცვის შესაძლებლობა, ყველა მისი მხატვრული და კონსტრუქციული ელემენტების აუცილებელი შენარჩუნების პირობით.

            ძეგლის სწორად, მეცნიერულად დასაბუთებული გამოყენების შემთხვევაში ჩნდება თანამედროვე ქალაქის გარემოს გამდიდრების ახალი რეზერვები, გაცილებით ნაკლები დანახარჯებით ახალი მშენებლობის დანახარჯებთან შედარებით.

 

რეკონსტრუქციის პროექტი

 

                        პროექტირების პროცესში საჭიროა მოშენების რეკონსტრუქციისათვის დამუშავდეს საპროექტო წინადადებები ჩატარებული გამოკვლევისა და შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე მთელი ქვემოთჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისიწინებით:

  • - ფორმირების ისტორიული პირობები;

  • - ისტორიული მოშენების სტრუქტურა და არქიტექტურულ-სივრცითი კომპოზიცია;

  • - ბუნებრივ-კლიმატური თავისებურებები;

  • - ფუნქციური სტრუქტურა და მისი განვითარების სოციალურ-ეკონომიკური წინაპირობები;

  • - მოშენების ფიზიკური მდგომარეობა და სანოტარულ-ჰიგიენური პირობები;

  • - მოშენების ელემენტების ისტორიული მენეცნებითი ღირებულება, არქიტექტურული ძეგლების დაცვის ღონისძიებების განსაზღვრისათვის;

  • - გეგმარებითი წარმონაქმნის სივრცითი ორგანიზაციისა და მოშენების კომპოზიციური და მხატვრული თავისებურებები;

  • - მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიკურობა.

            აქედან გამომდინარე შეირჩევა პროექტირების მეთოდები. კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე განსახვავებენ ქალაქის ისტორიული გარემოში არქიტექტურული ჩარევის შემდეგ მეთოდებს:

რეკონსტრუქცია  

- ძველი მოშენების ძირფესვიანი გარდაქმნა, ახალი სახლების ჩათვლით და არსებულების ნაწილობრივი გადაკეთებით; 

რეგენერაცია   - არსებული მოშენების ახალ ფუნქციებთან შეგუება, მემკვიდრეობის ღირებული გეგმარებითი და  არქიტექტურულ-მხატვრული ნიშნების შენარჩუნებით;
რესტავრაცია   - ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ისტორიული ძეგლის, არქიტექტურულ-მხატვრული იერის შენარჩუნებასა და გახსნას, მის გათანვისუფლებას იმ ფენებისაგან, რომელთაც არ აქვთ მხატვრული ღირებულება და ამახინჯებს ძეგლის იერსახეს, შენობის, კომპლექსის, ანსამბლის დაკარგული ელემენტების აღდგენა მეცნიერულად დასაბუთებული მონაცემების საფუძველზე.
კონსერვაცია   - ღონისძიების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ძეგლის ფიზიკურ შენარჩუნებას მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის შეუცვლელად.
აღდგენა   - ღონისძიების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ძეგლის აღსადგენად, საკმარისი მეცნიერული მონაცემების არსებობის და ძეგლის განსაკუთრებული ისტორიული, მხატვრული ან სხვა კულტურული მნიშვნელოიბს შემთხვევაში.
რევალორიზაცია   - ღონისძიების კომპლექსი, ძეგლის თანამედროვე გამოყენების პირობების შექმნის მიზნით, მისი  ისტორიულ-მხატვრული ღირებულებების  დაუზიანებლად.
მოდერნიზაცია   - შენობის მორალური ცვეთის ე.ი. გეგმარების, კონსტრუქციების და საინჟინრო მოწყობილობების         თანამედროვე ნორმატიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოსწორება.
რემონტი   - ღონისძიებები ძეგლის ტექნიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად პერიოდული სამუშაოების ჩატარების გზით, მისი არსებული იერსახის შეუცვლელად.

 

 

 

რეკონსტრუქციის არქიტექტურულ-მხატვრული საკითხები

 

ისტორიული მოშენების ღირებული გეგმარებითი და არქიტექტურულ-მხატვრული ნიშნების შენარჩუნება და დაცვა

           

            ძველი ქალაქის არქიტექტურულ-სივრცითი სისტემა უპირატესად ყალიბდება ისტორიული სახლებით, ძეგლებით და ანსამბლებით, რომლებიც წარმოადგენენ მის კულტურულ და ესთეტიკურ ღირებეულებას.

            რეკონსტრუქციის პროექტის დამუშავების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ისტორიული მოშენების ღირებული გეგმარებითი და არქიტექტურულ-მხატვრული ნიშნების გამოვლენასა და შენარჩუნებას, დაკარგული არქიტექტურული ელემენტების აღდგენას, დესონანსების აღმოფხვრას და ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოსა და ახალ განაშენიანებას შორის ორგანული კავშირის უზრუნველყოფას.

            გამოვლენასა და აღმოფხვრას ექვემდებარება ქალაქის კომპოზიციის მაფორმირებელი მნიშვნელოვანი ანსამბლები ან ცალკეული შენობები, როგორც შემონახული, ასევე დანგრეულები, რომლებიც უნდა აღსდგეს ან პირვალდენდელი სახით ან თანამედრობვე ახალი შესრულებით (დანგრეული შენობის სილუეტისა და ხასიათის გატვალისიწნებით).

            ამ პროცესში მოქმედებს მთელი რიგი გრძელვადიანი ფაქტორები, მაგალითადსახურავის ფორმა, გადახურვის ტიპი, ზედაპირის დამუშავების ხარისხი, დეტალები განისაზღვრება ბუნებრივი გეოგრაფიული და კლიმატური სპეციფიკით, საამშენებლო მასალებით, საზოგადოებრივი და საცხოვრებელი სახლების ტიპოლოგია, მათი მოცულობითი და გეგმარებითი ორგანიზაცია და სტილისტური ნიშნები განისაზღვრება ისტორიული პირობებით, საამშენებლო და მხატვრული ტრადიციებით, ტექნიკის განვითარების დონით და სხვა.

            ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების და ანსამბლების დაცვა დაკავშირებულია მრავალი პრობლემის გადაწყვეტასთან. ეს არის ძეგლის კომპოზიციური გავლენის გამომჟღავნების საკითხი, ფუნქციური შემადგენლობის როლი, ძველი განაშენიანების სიახლოვეს ახლად აგებული სახლების თანაზომადობისა და მასშტაბურობის საკითხი, ქალაქის ისტორიული სილუეტის შენარჩინება და სხვა.

            ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების გარდა, დაცვას ესაჭიროება მათი ქალაქგეგმარებითი და არქიტექტურული გარემო, რომელიც მასთან ერთად ქმნის ერთ მთლიანობას და ორგანულადაა დაკავშირებული ისტორიული განვითარების ერთიანობით.

 

ახალი ნაგებობები ქალაქის ისტორიულ გარემოში

 

ისტორიული განაშენიანების ახალი შენობის ,,ჩასმისშემთხვევაში, კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე შესაძლოა რამოდენიმე გადაწყვეტა:

            _ ისტორიული სახლები ინარჩუნებენ გაბატონებულ როლს, ახალი სახლის მნიშვნელობა ქვემდებარეა;

            _ ახალი სახლი ინარჩუნებს მასშტაბურ შესაბამისობას მის გარემომცველ ძველ მოშენებასთან;

            _ ახალი შენობა დომინირებს, მაგრამ ჰარმონიულადაა შერწყმული ისტორიულ განაშენიანებასთან, ძველ განაშენიანებას კი დაქვენდებარებულია მნიშვნელობა ეძლევა;

            _ ახალი შენობის აშენება ქალაქის ისტორიულ გარემოში გამოწვეული უნდა იყოს არსებითი მიზეზებით და საკმარისად დასაბაუთებული;

            _ ცარიელი ადგილის შევსების აუცილებლობა, რომელზეც არ შემოღცა ძველი შენობები (დანგრევა, ხანძარი, დაშლა და .) და რომლის არ არსებობა არღვევს სტრუქტურას და ისტორიული კომპლექსის კომპოზიციას;

            _ ნაწილობრივ დანგრეულ სახლზე დამატების აუცილებლობა;

            _ არსებულ განაშენიანებაში ახალი ფუნქციის ,,ჩაწერისშეუძლებლობა, ომლისთვისაც აუცილებელია სპეციალური დამატებები;

            _ იმ მთლიანად ამორტიზირებული სახლის შეცვლის აუცილებლობა, რომელიც მხატვრულად არაა საინტერესო.

            ისტორიულ გარემოცვაში ახალი შენობების აგების დროს უნდა ვეძებოთ ძველიდა ახალი მოშენების ზრქიტექტურული ჰარმონიზაციის ახალი გზები.

            ახალი  შენობის სახე უნდა მოინახოს შესაბამისი მასშტაბის შერჩევის საშუალებით, დანაწევრების ხასიათის, მასალის ფაქტურისა და ფერის, ღიობების ტიპებისა და კედლის პლასტიკის საშუალებით.

            ძველისა და ახალის კომპოზიციური ერთიანობის ფართო შესაძლებლობებს იძლევა შემოქმედებითი ძიება კონტრაპუნქტის პრონციპების საფუძვლეზე.

            ძველი და ახალი ნაგებობების კონტრასტი კომპოზიციური მთლიანობის შემთხვევაში, თუ ის ოსტატურადაა გამოყენებული, ხუროთმოძღვრების ისტორიის მიერ გამომუშავებული ხერხები _ პროპორციულობა, რითმი, თანაზომადობა, კომპოზიციის დინამიურობა ან სტაბილურობა _ იძლევა პრობლემის სრულყოფილი გადაწყვეტის შესაძლებლობას.

 

სატრანსპორტო პრობლემები და ტერიტორიის კეთილმოწყობა

 

ისტორიული ქუჩების ქსელი და სატრანსპორტო პრობლემების რეგულირება.

           

            ისტორიული პრობლემის რეგულირება მდგომარეობს შემდეგში:

a)         სატრანსპორტო კავშირების ორგანიზაცია _ ისტორიული კვარტალების გარეთ გამყვანი სატრანსპორტო ნაკადების სავალი გზების მოწყობა და ისტორიული ბირთვის ფარგლებში ტრანსპორტით შენობების მომსახურების უზრუნველყოფა;

b)         საფეხმავლო გზების საავტომობილო გზებისაგან გამოყოფა;

g)         საფეხმავლო გზების შექმნა;

c)         ძველი რაიონების განტვირთვა იმ სანოტარულად მავნე სამრეწველო და სასაწყობო ობიექტებისაგან, რომლებიც ტრანსპორტს იზიდავენ;

d)         ავტოსადგომების მოწყობა.

 

ისტორიულ რაიონში შიგაკვარტალური გზების ძირიტად დანიშნულებას წარმოადგენს _ სახლების ჯგუფებთან მისვლის უზრუნველყოფა ან ცალკეული შენობებთან და ნაგებობებთან, მაღაზიებთან, სკოლებთან და საბავშვო დაწესებულებებთან, სამეურნეო ეზოებთან, სახანძრო და სხვა ობიექტებთან, რომლებსაც ესაჭიროებათ სამეურნეო და ხანძარსაწინააღმდეგო მომსახურება.

      ცალკეულ შენობებთან, ნაგებობებთან და სამეურნეო მოედნებთან მისასვლელი გზის სავალი ნაწილის სიგანე ერთი ზოლის შემთხვევაში _ 3,5, ხოლო შენობების ჯგუფებთან მიმსასვლელის სიგანე 2 ზოლის შემთხვევაში _ 5,5. 3,5 სიგანის გზას ყოველ 700 მეტრში უნდა ჰქონდეს ასაქცევი მოედანი სავალ ნაწილთან ერთად 6. სიგანის და 15. სიგრძის. არ არის სასურველი 150. მეტი სიგრძის ჩიხური გზის დაპროექტება.

      ჩიხური გზები უნდა მთავრდებოდეს მოსაბრენებელი წრიული მოედნით არა ნაკლებ 10. დიამეტრით, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სახლების კედლიდან გამოსასვლელების დაშორება უნდა იყოს არა ნაკლებ 5 მეტრისა. ტროტუარების სიგანე არა ნაკლებ 1,5. სავალი ნაწილის მომრგვალებების რადიუსი ტროტუარის პირზე არა ნაკლებ 12. სატრანსპორტო მოედნებზე კი არა ნაკლებ 15. ჩამოყალიბებული განაშენიანებაში შეიძლება რადიუსები Eმციდეს შესაბამისად 5-8.

 

 

ფეხმავალთა გამოყოფა სატრანსპორტო მოძრაობისაგან

 

            ფეხმავალთა მასიაური ნაკადები აუცილებელია გამოვყოთ ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობისაგან, მათი განცალკევებით გეგმაში ან სხვადასხვა დონეებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისტორიული სახლებით მოშენებული ძველი ქუჩების განთავისუფლებას სატრანსპორტო მოძრაობის ინტენსიური ნაკადებისაგან.

            ტერიტორიები, რომლებზეც გამოდის ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი, კულტურულ-საგანმანათლებლო და სავაჭრო შენობების შესასვლელ-გამოსასვლელები უნდა დაეთმოს მხოლოდ ფეხმავლებს.

            რეკონსტრუქციის პრაქტიკამ გვიჩვენა შემდეგი საორიენტაციო მაჩვენებლების დაცვის რაციონალურობა ფეხმავლების მანძილისათვის სახლის სადარბაზოდან მიკრორაიონის მომსახურების საზოგადოებრივ დაწესებულებამდე.

 

      საბავშვო ბაგა-ბაღი            _ 250-600მმ

      სკოლა                                   _ 500-800მმ

      სავაჭრო ცენტრი                 _ 500-800

      რესტორანი, კლუბი           _ 500-1000

კულტურის დაწესებულებები

საყოფაცხოვრებო დაწესებულებები

პოლიკლინიკა, სპორტული მოედანი _ 500-1500.

 

სავჭრო ობიეტების სასაწყობო სათვსების მომსარაგებისათვის სატვირთო ტრაბსპორტის მოძრაობა უნდა გამვაცალკევოთ ფეხმავლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისაგან სპეციალურ გეგმარებით ზონებში ან გავატაროთ სხვა დონეზე მიწისქვეშა დამხმარე გზაზე.

            ავტოფარეხები და ავტოსადგომები სასურველია განვათავსოთ მოკრორაიონის შესასვლელებში, რომ გამოვრიცხოთ მანქანების ზედმეტო მოძრაობა მიკრორაიონის შიგნით.

            ისტორიული რაიონის შიგნით რეკონსტრუქციის დროს მანქანების სადგომები დასაშვებია მოეწყოს იმ ქუჩებზე, რომლებზეც აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, განიერ ქუჩებზე, სადაც გამოიყოფა საგანგებო ზოლი, რომლის სიგანე თუ მანქანები ჩერდება გრძივი მიმართულებით იქმნება 3, შესახვევებში და სხვა.

            ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება კეტილმოწყობის ტანემედროვე ფორმბი მხატვრული თვალსაზრისით ავსებენ და ანვითარებენ ისოტირული მოშენების გარემოს ორგანიზაციის პრინციპებს. მისი იერსახის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას იღებენ.

            ლანდშაპტური არქიტექტურა, მცირე არქიტექტურული ფორმები, მოშენების კულტურული გადაწყვეტა, ქალაქის დიზაინი, ვიტრინები, ვიზუალური კომუნიკაციის ელემეტები და სავაჭრო რეკლამები, არქიტექტურისა და დეკორატიულ-მონუმენტური ხელოვნების სინთეზი და .. ძველი ქალაქისათვის სასურველია დამუშავდეს თანამედროვე და ამავე დროს ისტორიული გარემოს შესაბამისი კეთილმოწყობა.

            მოსახლეობისათვის ცხოვრების და დასვენების ჯანსაღი ჰიგიენური პირობების შექმნაში და ამავე დროს არქიტექტურული ანსამბლების გამდიდრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მწვანე ნარგავები.

            გეგმარებით სიტუაციასთან გამწვანებული ტერიტორიების თავისებურებების დაკავშირების დროს მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს საპროექტო ტერიტორიის ყველა ბუნებრი და გეგმარებითი თავისებურებები. მწვანე ნარგავების გააზრებული სისტემა ხელს უწყობს მოშენების არქიტექტურულ-გეგმარებითი კომპოზოცოოს ჩამოყალიბებას, ,ისი მხატვრული სახის გამომჟღავნებას.

 

პროექტის შემადგენლობა

            _ სიტუაციური გეგმა                                            _ . 1:2000

           

            _ მოშენების რეკონსტრუქციის

              გენერალური გეგმა                                             _ . 1:500

           

            _ მოშენების ფრაგმენტის გეგმები                      _ . 1:200

           

            _ ფასადების განშლები                                         _ . 1:200

           

            _ სატრანსპორტო და საფეხმავლო

              კომუნიკაი\ციების სისტემის სქემა                  _ . 1:1000 _ . 1:2000

           

            _ ფუნქციური შემადგენლობის

              ამსახველი სქემა                                       _ . 1:1000 _ . 1:2000

 

            _ მაკეტი                                                                   _ . 1:1000 _ . 1:500


არსებული საცხოვრებელი განაშენიანების ქალაქგეგმარებითი დახასიათება

/მსხვილი ქალაქებისათვის/

ცხრილი I

კატეგორია

 

მოშენების სიმჭიდ-

როვე

 

საშუალო სართუ-

ლიანობა

მოსახლეობის სიმჭიდროვე

/ნეტო/

მდგომარეობა

საცხოვრებელი განაშენიანება ცვეთის

ფონდი %-ში

საზოგადოებრივი

მომსახურეობა

კეთილმოწყობა

 

I

 

45-60

5

700-1500

10-20

კარგი

კარგი

 

II

 

30-45

3

450-700

15-25

კარგი

კარგი

 

II

 

20-30

1-2

150-450

25-50

დამაკმაყოფ.

დამაკმაყოფ.

 

IV

 

10

1,5

100-150

50

არა დამაკმაყოფ.

არა დამაკმაყოფ.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

არქიტექტურის ინსტიტუტის ურბანისტიკის კათედრა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საპროექტო მოცემულობა თემაზე

მთაწმინდის უბნის რეკონსტრუქცია

 

 

 

 

 

დისციპლინა: ქალაქგეგმარებითი

პროექტირება: მაგისტრატურისათვის

შემდგენელი: პროფ. . მახარაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისი 2005 .


სარეკონსტრუქციო უბნის ზოგადი დახასიათება

            უბნის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა, როგორც მთაწმინდის რაიონის მნიშვნელობა ქალაქის სტრუქტურაში და განაშენიანებაში, ასევე 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები. კერძოდ, ატიქიამ საგრძნობალდ დააზიანა აღნიშნული რაიონიც, რის შედეგადაც მრავალი შენოაბ საცხოვრებლად უვარგისი გახადა და საქალაქო სამსახურების წინაშე დაისვა არნიშნული უბნის რეაბილიტაცია-განახლების საკითხი.

            შრჩეული უბნები მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მთავარი მაგისტრალის, რუსთაველის პროექტის უშუალო სიახლოვეს. მას ესაზღვრებიან რესპუბლიკური და საქალაქო მნიშვნელობის ისეთი ობიექტები, როგორცაა მთავრობისა და პარლამენტის შენობები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, №1 გიმნაზია, ადმინისტრაციულ-სავაჭრო და სხვა ობიეტები.

            მთაწმინდის და რუსთაველის შერჩეული უბნების საზღვრებია: ინგოროყვას (ყოფ. ძერჟინსკის), ნიაღვრის, ჩიტაძის და ყიფიანის ქუჩები. ტერიტორიის საერთო ფართი შეადგენს 65 0002.

            ფუნქციური დანიშნულებით იგი წარმოადგენს პრაქტიკულად მონოფუნქციურ საცხოვრებელ ტერიტორიას. შენობათა სართულიანობა მერყეობს 2-დან 4-მდე. მათი ტექნიკური მდგომარეობა მიწისძვრის შემდეგ ძალზე გაუარესდა, რის გამოც ჭარბობს ავარიული და მწვავე ავარიული შენობები. უბანში არის არქიტექტურულად მნიშვნელოვანი ნაგებობები.

            აქ ძირითადად გვხვდება ქუჩის პერიმეტრულად განლაგებული განაშენიანება სადავ გეგმაში U და L-ის მქონე სახლები შიგა ეზოებს ქმნიან. განაშენიანების სიმჭიდორვე მაღალია და ხშირ შემთხვევაში 1.0 უახლოვდება. გაუმჯობესებას საჭიროებს ბინების სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ხშირად რამდენიმე ოჯახი საერთო სან-კვანძებით სარგებლობს.

            მიუხედავად ცენტრთან სიახლოვისა, უბნის ნტერიტორიაზე შეიმჩნევა საგანმანათლებლო, კულტურული, სავაჭრო და სხვა მომსახურეობის ნაკლებობა.

 

ტრანსპორტი

 

            დასაგეგმარებელი ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრება ძირითად სატრანსპორტო და საინჟინრო კომუნიკაციებს. უბნის ძირითადი ქუჩები რუსთაველის პროსპექტის პარალელური მიმართულებისაა, ხოლო მათი დაკავშირება რთულ რელიეფზე გაჭრილი განივი ქუჩებით (ჩიტაძის, ბესიკის, მთაწმინდის, ყიფიანის ქუჩები) ხორცილდება. ავტომობილიზაციის საშუალო მაჩვენებელი საშუალოდ შეადგენს 130 ავტომობილს 1000 მოსახლეზე, მაგრამ შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია. განაშენიანების მაღალი სიმჭიდორვისა და თავისუფალი სივრცეების სიმცირის გამო შეზღუდულია ავტომობილების პარკირების შესაძლებლობები.

 

სოციალური მიდრეკილება

 

            მთაწმინდის უბნის ქალაქის ცენტრში მდებარეობისა და კარგი ბუნებრივ კლიმატური მახასაითებლების გამო, მოსახლეობის   აბსოლიტურ უმრავლესობას არ სურს ქალაქის სხვა რაიონებში გადასახლება. ამასთან დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად უბინაოდ დარჩენილი და მწვავე ავარიულ შენობებში მყოფი სახლთმფლობელები იძულებული არიან მიიღონ მერიის წიანდადება ქალაქის პერიფერიულ უბნებში დროებით გადასახლების შესახებ. ისინი რეკომსტრუქციის შემდეგ კვლავ თავიანთ უბანში დაბრუნებას მოითხოვენ.

 


III. პროქტის მიზანი და ამოცანები

 

საკურსო პროექტის ძირიტად მიზანს წარმოადგენს სარეკონსტრუქციო უბნის ისეთი არქიტექტურულ=გეგმარებითი გადაწყვეტის მიღწევა, რომელიც თბილისის საერთო ურბანული განვითარების კონტექსტში ხელს შეუწყობს შერჩეული უბნის სრულფასოვან რეაბილიტაციას.

            ძირიტადი მიზნიდან გამომდინარე, შერჩეული უბნისთვის გადასაწყვეტია შემდეგი ამოცანები:

            _ ფუნქციური როლის დანახვა თბილისის ცენტრის გეგმარებით სტრუქტურაში;

            _ ფუნქციური, გენგეგმარებითი, ვიზუალური თუ სხვა გვარი კავშირების უზრუნველყოფა მიმდებარე უბნებთან და უპირველეს ყოვლისა რუსთაველის გამზირის განაშენიანებასთან;

            _ ძირითადი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების დადგენა (გეგმარებითი სტრუქტურა, ქუჩების ქსელი, მასშტაბი, განაშენიანების ხასიათი, სახლების ტიპოლოგია, სართულიანობა, საერთო სილუეტი და .).

            _ ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებისა და მათო გარემოს მთლიანობის შენარჩუნება;

            _ ახლად დასაპროექტებელი ობიექტების არქიტექტურულ-მხატვრული სახის მიმართება ისტორიულ განაშენიანების კონტექსტანთან

            _ საზოგადოებრივი სივრცის ორგანიზება;

            _ ავტოსადგომებისა და მიწისქვეშა სივრცის გამოყენების პრობლემების გადაწყვეტა;

            _ ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა;

 

IV. გასაცემი ამოსავალი მასალა

 

  1. საპროექტო მოცულობა
  2. უბნის საყრდენი გეგმა _ 1:200
  3. საცხოვრებელი ჯგუფის გენერალური გეგმა _ . 1:500

 

V. წარმოსადგენი პროექტის შემადგენლობა

 

1.       სიტუაციური გეგმა მიმდებარე ტერიტორიებისა თუ ქალაქმაფორმებელი ობიექტების ფუნქციურ გადაწყვეტასთან მიმართებაში და უბნის განვითარება რაიონის გეგმარებით სტრუქტურაში. მასშ. _ 1:5000

2.       უბნის ანალიტიკური სქემები _ არსებული მდგომარეობის ანალიზი და შეფასება.

3.       უბნის გენერალური გეგმა. მასშ. _ 1:500

4.       საცხოვრებელი ჯგუფის გენერალური გეგმა ან მაკეტი / 1:200

5.       განშლები, ჩანახატები, ფოტოები.

 

შენიშვნები:

1.         ნახაზები სრულდება A-2 ზომის მუყაოზე. შესრულებული მანერა ნებისმიერი.

2.         დასაშვებია პროექტის ძირითადი ან ცალკეული ნაწილების Eსრულება კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

3.         სემესტრის მანძილზე ჩატარდება პროექტირების მიმდინარეობის 2-3 შუალედური დათვალიერება. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი ვერ გაივლის შუალედურ ეტაპს, იგი საკურსო პროექტზე მუშაობას განაგრძობს კონკურს გარეშე.

სახელმძღვანელო ლიტერატურა:

 

1.          მეთოდური მითითებები და საკურსო პროექტების მოცემულობები ქალაქთმშენებლობაში, თბილისი, სტუ _ არქიტექტურული გეგმარების კათედრა, 1982. Eმდგენლები: . სალუქვაძე, . ნახუცრიშვილი.

2.          კრებული: “ქალაქ თბილისში რიყის უბნის ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის საკურსო პროექტები. თბილისის მერია; 1997 .

    შემდგენელი: . ბერიძე

3.          Справочник проектировщика Градостроительство М. Строииздатю. 1978.

4.          წიგნი _ ქალაქების სამოსახლო ბინების არქიტექტურულ-გეგმარებითი ორგანიზაცია 1990 . ავტორი: . ბერიძე

5.          წიგნი _ არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის პრობლემები. 2001 . ავტორი: . ბერიძე

 


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

არქიტექტურის ინსტიტუტი

ურბანისტიკის კათედრა

 

 

 

 

 

საპროექტო მოცემულობა თემაზე

,,ქალაქის გეგმარებით სტრუქუტრაში წარმოქმნილი რთული სატრანსპორტო კვანძისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია

 

მაგისტრანტებისათვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დისციპლინა: ქალაქგეგმარებითი

პროექტირება: მაგისტრანტურისათვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისი _ 2005


1.     დავალების მიზანი და ამოცანები

 

            საკურსო დავალების მიზანია, თბილისის არქიტექტურულ-გეგმარებით სტრუქტურაში წარმოქმნილი, ერთ-ერთი ძნელადგამტარი სატრანსპორტო კვანძისა და მისი შემომსაზღვრელი განაშენიაბეული ტერიტორიების არქიტექტურულ-გეგმარებითი რეკონსტრუქცია. ამ ტერიტორიების მოშენების პროექტის დამუშავება სატრანსპორტო კვანძთან ერთიანობაში.

            სატრანსპორტო კვანძისა და მისი შემომსაზღვრელი ტერიტორიების სატრანსპორტო ქსელის და განაშენიანებული კვარტალების გეგმარებითი ორგანიზაცია, მთლიანად რომელიმე კონკრეტული რაიონის, ან საქალაქო ცენტრის სატრანსპორტო გეგმარებითი ორგანიზების პრობლემებტან ორგანულ კავშირში უნდა უზრინველყოფდეს, როგორც გამვლელი სატრანსპორტო ნაკადების თავისუფლად გატარებას და სასურველი მიმართულებით, დროის ზედმეტი დანახარჯების გარეშე მოხვედრას, ასევე ქალაქის წინაშე მდგარი, კვანძის მიმდებარე ტერიტორიების არქიტექტურულ-ფუნქციური ორგანიზების ქალაქ-გეგმარებითი პრობლემების გადაჭრას, ქალაქის ტერიტორიების რაციონალურად გამოყენების და მხატვრულ-ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესების კონტექსტში.

            მოცემულობა ითვალისწინებს მონიშნული საპროექტო ტერიტორიული ერთეულისთვის, როგორც წმინდა სატრანსპორტო, ასევე არქიტექტურულ-დაგეგმარებითი ამოცანების გადაწყვეტას და გრაფიკულად წარმოდგენას, რაც სტუდენტისგან მოითხოვს თითქმის ყველა ქალაქგეგმარებითი დისციპლინის ცოდნას.

            როდესაც მაგისტრანტისაგან აღნიშნული ამოცანის გადაჭრას ვისახავთ მიზნად, მხედველობაში გვაქვს, რომ სასწავლო პროცესის მთლიანი ციკლის ამ ეტაპისათვის, 4 წლიანი სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, შესწავლილი აქვს, ყველა ის დისციპლინა და საგანი, რომლებიც მოცემული დავალების გადასაწყვეტად არის საჭირო. ამიტომ აღნიშნული დავალება ამ თვალსაზრისით, ამ ხნის მანძილზე მიღებული ცოდნის დონის შესამოწმებაც და ნებისმიერი სირთულის ნაშრომისათვის მობილიზების, ანუ მოსამზადებელ წინა ეტაპადუნდა ჩაითვალოს.

            დავალების გადაწყევტა მოითხოვს რელიეფის ოროგრაფიული პირობების შეფასების, ქალაქის გეგმარებითი სტრუქტურის, მოცულობითი გეგმარების, სატრანსპორტო ქსელის, საცხოცრებელი ზონებისა და ქალაქის ცენტრის არქიტექტურულ და ფუნქციურ-გეგმარებითი ურთიერთმიმართებითი საკითხების ცოდნას.

            ამას გარდა, ჩვენი ამოცანაა, ქალაქგეგმარებითი პროექტების თემატიკის დაგეგმვით და მათო სათანადო შერჩევით ზედა, მარალი კურსის სტუდენტები თანდათან მიეჩვივნონ რეალურად მდგარი  არქიტექტურულ-გეგმარებით პრობლემებთან და ამოცანებთან მიდგომას, ხოლო მაგისტრატურის კურსი, ამ პროცესის შემაჯამებელი ეტაპია.

            როგორც ითქვა, დავალება ითვალისწინებს თავად სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციასა და სრულყოფას, ასევე მის შემომსაზღვრელ ტერიტორიებთან მთლიანობაში საერთო დაგეგმარებითი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს ამ ტერიტორიებზე ძირითადი ფუნქციების რაციონალურ განლაგებას, ცალკეული ფუნქციური ზონის სატრანსპორტო კვანძთან, როგორც შესაძლო მიახლოვების, ისე მისგან დაცილების ნორმების დაცვას, ხმაურსაწინააღმდეგო მწვანე ნარგავების, ავტოსადგომების და სატრანსპორტო სისტემის რაციონალურ ორგანიზაციას.

            მონიშნული სატრანსპორტო კვანძის ზონა, რომელიც ტერიტორიულად მდებარეობს თბილისის საერთო საქალაქო ცენტრის სტრუქტურაში, სადღეისოდ ვერ აკმაყოფილებს მისადმი წაყენებულ მოთხოვნებს ვერცერთ ქალაქგეგმარებით ასპექტში _ (არქიტექტურულ-ფუნქციურ, სატრანსპორტო, სივრცულ-კომპოზიციური), ამიტომ წარმოქმნილი სირთულების თავიდან აცილების და ცენტრის პერსპექტიული განვითარების მოთხოვნიდან გამომდინარე საჭიროა:

1.       დადგინდეს მოცემული სატრანსპორტო კვანძის მნიშვნელობა გენგეგმით მიღებული ქალაქის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის სისტემაში.

2.       განისაზღვროს სარეკონსტრუქციო კვანძში სადღეისოდ თავმოყრილი სატრანსპორტო კომუნიკაციების კლასიფიკაცია და თითოეული მათგანის განვითარების (გაფართოვება-გაგანიერება) პოტენციური შესაძლებლობები _ ) ქალაქის გეგმარებითი იერარქიის მაღალ საფეხურებზე, თბილისის გენგეგმისა და იმ რაიონის (რომელშიც აღნიშნული კვანძია) პერსპექტიული განვითარებისა და დაგეგმარების პროექტებთან მიმართებაში. )კვანძის გარშემო ჩამოყალიბებული განაშენიანების ტრანსფორმაციის ხარჯზე.

3.       1-ელ და მე-2 პუნქტებში განსაზღვრული მონაცემების საფუძველზე დადგინდეს, ურთიერთგადამკვეთი სატრანსპორტო ნაკადების და ქვეითად მოსიარულეთა თავისუფალი ურთიერთგატარებისათვის საჭირო გეგმარებითი ღონისძიებათა სახეობები, მათი რეალურად განხორციელების შესაძლებლობათა მიხედვით. მხედველობაში გვაქვს კვანძის სხვადასხვა დონეზე მოწყობისა და მიწისქვეშა სივრცეების ოპტიმალური გამოყენების შესაძლებლობები, მოძრაობის ხელოვნურად დამარეგულირებელი საშუალებები (შუქნიშნები, ამკრძალავი პირობითი ნიშნები და სხვ.)

4.       განისაზღვროს კვანძის გარემომცველი და მისი ურთიერთგადამკვეთი ქუჩების განაშენიანებების ტრანსფორმირების შესაძლებლობათა დიაპაზონი და მათი პერსპექტიული მოშენების არქიტექტურულ-სივრცობრივი განვითარების ხასიათი.

 

2. მოშენების ფუნქციური ზონები

            როგორც აღნიშნა, სატრანსპორტო კვანძი თავისი გარემომცველი ქუჩების ქსელით და აქ განთავსებული მიმდებარე საზოგადოებრივი ფუნქციებით წარმოადგენს თბილისის საერთო-საქალაქო ცენტრის ორგანულ ნაწილს და მიჩნეულია როგორც ცენტრისა და ქალაქის სატრანსპორტო ქსელის პერსპექტიული განვითარებისათვის ერთ-ერთ სარეკონსტრუქციო ზონად.

            ამიტომ კვანძის ტერიტორიების ფუნქციური ორგანიზება განხილული უნდა იქნას მთლიანად საქალაქო ცენტრის ფუნქციურ ორგანიზებასთან ორგანულ კავშირში. აქედან გამომდინარე, აქ განთავსებული საზოგადოებრივი მნიშველობის მომსახურეობის ობიექტების მოქმედების ზონა მიღებულ უნდა იქნას, რომ ვრცელდება მთელ ქალაქზე და შესაძლებელია მთელ საქალაქო აგლომერაციაზეც, რაც იწვევს დღევანდელ პირობებში კვანძის, სატრანსპორტო ნაკადების ზედმეტად გადატვირთვას, ხოლო სამომავლოდ ავტომობილიზაციის დონის ზრდის შესაბამისად, საერთოდ მის გამტარუნარიანობის საეჭვოებას.

            როგორც ზემოთ აღინიშნა, კვანძის გარშემო ჩამოყალიბებულ, არსებული განაშენიანებების გეგმარებითი სტრუქტურის თავისებური პირობების გამო, პროექტში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მიწისქვეშა სივრცის გამოყენებას, საზოგადოებრივი ფუნქციების (სავაჭრო, კულტურულ-სამაყურებლო), ავტოსადგომების, გარაჟების და სასაწყობო ნაგებობათა განთავსებას, მათ მოხერხებულ კავშირებს მიწისზედა ობიექტებთან და ცალკეულ ფუნქციურ-ტერიტორიულ ზონებთან.

            კვანძის მოშენების სტრუქტურაში  საერთო საზოგადოებრივი მომსახურების დაწესებულებების გარდა მიზანშეწონილია ჩართული იქნას საცხოვრებელი სახლებიც, რაც საღამოს საათებში სიცოცხლისუნარიანს ქმნის ცენტრის მოცემულ ტერიტორიულ ერთეულს.

            სატრნასპორტო კვანძი მისი გარემომცველი ტერიტორიებით შედგება შემდეგი ძირითადი ტერიტორიულ-გეგმარებითი ერთეულებისაგან.

            _ თავად სატრანსპორტო კვანძი მისი ურთიერთგადამკვეთი ქუჩებით;

            _ კვანძის გარშემო და მისი ურთერთგადამკვეთი ქუჩების გასწვრივ, გარკვეული მონაკვეთების ფარგლებში არსებული განაშენიანებები და 600-800 . რადიუსის საზღვრებში კვანძის გარშემო მოქცეული განაშენიანებული კვარტალები;

            _ თავისუფალი გამწვანებული ტერიტორიები;

            _ ავტოსადგომები

            კვანძის არქიტექტურულ-სივრცულ კომპოზიციაში მაორგანიზებელი როლი უნდა შეასრულონ მთავარმა შენობებმა, როგორც თავისებურმა დომინანტებმა და კვანძის მთავარი ქუჩების მოშენების სივრცობრივ-მოცულობითმა გადაწყვეტამ.

            მოცემულ საზღვრებში კვანძის ტერიტორიების დაგეგმარებითი სტრუქტურა სივრცობრივად მაქსიმალურად უნდა ერწყმოდეს და აუმჯობესებდეს გარემომცველი ტერიტორიების განაშენიანებებს.

            კვანძის სივრცობრივ-გეგმარებით სტრუქუტრაში კარგია, თუ ჩართული იქნება მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოებები.

 

2.     პროექტის შესრულების ეტაპები და შემადგენლობა

            პროექტი სრულდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი (ესკიზის დამტკიცება):

a)            კვანძის გეგმარებითი ორგანიზების ნახაზი ქალაქის გენგეგმის ან კონკრეტული რაიონის სატრანსპორტო ქსელის პროექტთან მთლიანობაში. . 1:5000

b)           კვანძის ტერიტორიის არქიტექტურულ-დაგეგმარებითი ორგანიზაცია (ობიექტების განლაგების ჩვენებით). 1: 2000 (სქემა).

) სატრანსპორტო და ქვეითად მოსიარულეთა ქსელის, ავტოსადგომების             განლაგების პრინციპული სქემა. . 1:2000 (სქემა).

      შესრულების ვადა             ოქტომბერი

მეორე ეტაპი:

1. კვანძის დაგეგმარების და განაშენიანების გენგეგმა. . 1:500

) მოცემულ საზღვრებში ტერიტორიის ფუნქციონალური ზონირება.

) იგივე საზღვრებში მომსახურე დაწესებულებების და ორგანიზაციების შენობებზე და ნაგებობებზე დატანილი უნდა იყოს მათი პირველი სართულები ან ტიპიური სართული გეგმარების პრინციპული სქემა.

 


საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის ურბანისტიკის კათედრა

ქალაქგეგმარებით პროცესებში მაგისტრანტთა საკურსო და სადიპლომო თემატიკის ჩამონათვალი

 

ქალაქის დაგეგმარება და ქალაქგეგმარების

რეგიონალური პრობლემები

  1. ქალაქის მადნეული 20 000 მცხოვრებზე
  2. ახალი ქალაქი 20 000 მცხოვრებზე
  3. მომავლის ქალაქი
  4. ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ურბანისტული გადაწყვეტა

 

 

ქალაქების ისტორიული ცენტრების და

რაიონების რეკონსტრუქცია

 

  1. რუსთაველის პროსპექტის და მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარება-რეკონსტრუქცია.
  2. თავისუფლების მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარება-რეკონსტრუქცია.
  3. ავლაბრის ისტორიული ზონის უბნების რეკონსტრუქცია. (კონკრეტულ ტერიტორიას ირჩევს დიპლომანტი).
  4. დავით აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთების დაგეგმარება-რეკონსტრუქცია.
  5. დავით აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარება-რეკონსტრუქცია.
  6. მარჯანიშვილის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარება-რეკონსტრუქცია.
  7. დინამოს სტადიონის და ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარება-რეკონსტრუქცია.
  8. რკინიგზის ვაგზლის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარება-რეკონსტრუქცია.
  9. რკინიგზის გასწვრივ ზოლის ტერიტორიების ქალაქგეგმარებითი ორგანიზაცია.
  10. რიყის უბნის ქალაქგეგმარებითი _ სივრცობრივი გადაწყვეტა.
  11. . ქუთაისის ცენტრალური ნაწილის და ცალკეული რაიონების რეკონსტრუქცია.
  12. .მცხეთის ისტორიული ზონის რეკონსტრუქცია.
  13. . მცხეთაში სვეტიცხოვლის ზონაში საპატრიარქო მომსახურების კომპლექსი.
  14. . სიღნაღის ცენტრალური ნაწილის კომპლექსური რეკონსტრუქცია.
  15. . თელავის ცენტრის რეკონსტრუქცია.
  16. . ფოთის და მიმდებარე ტერიტორიების ინფრასტრუქტურის გეგმარებითი განვითარების კონცეფცია.
  17. რეგიონალური ცენტერბის (გორი, ზუგდიდი, ახალციხე, ახალქალაქი და ..) განვითარება _ დაგეგმარების პროექტი.
  18. . ბათუმში ზღვისპირა ზონის საცხოვრებელი კვარტალის რეკონსტრუქცია. (გემთმშენებელი ქარხნიდან გრიბოედოვის ქუჩამდე, ნინოშვილის ქუჩიდან სანაპირომდე).
  19. . ბათუმში რკინიგზის მიმდებარე ზოლის ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტა. (ყოფ. ფრუნზეს ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე, წერეთელის ქუჩის მიმდებარე კვარტალი).
  20. ბათუმის წმ. ნინოს ეკლესიის მიმდებარე ქალაქური გარემოს რეკონსტრუქცია. (ყოფ. კიროვის, ჭავჭავაძის და კალინინის ქუჩებს შორის).
  21. მესტიის დაგეგმარება _ განაშენიანება.
  22. საბჭოტა პერიოდის ამორტიზირებული მასივების (III მასივი, დიღომი, საბურთალო) აღდგენა _ რეკონსტრუქცია.

 

ახალი საცხოვრებელი რაიონები

  1. საცხოვრებელი რაიონი დიღმის რაიონში
  2. საცხოვრებელი რაიონი ვაზისუბანში
  3. საცხოვრებელი რაიონი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  4. საცხოვრებელი კომპლექსი კომერციული განსახლებისათვის.

 


რთული რელიეფის განაშენიანება

  1. ზემო ვერის უბნის განაშენიანება _ რეკონსტრუქცია
  2. ზემო ვაკის უბნის განაშენიანება _ რეკონსტრუქცია
  3. სოფ. ბაგების ფერდობების განაშენიანება
  4. ბახტრიონის და ჩიქოვანის ქუჩების მიმდებარე ფერდობების განაშენიანება
  5. ნაძლადევის რაიონის ფერდობების განაშენიანება
  6. მთაწმინდის ფერდობები საცხოვრებელი უბნების რეკონსტრუქცია
  7. რესტ. ,,სამადლოსმიმდებარე ფერდობების დაგეგმარება
  8. მომავლის საცხოვრებელი რთულ რელიეფზე.

 

საკურორტო _ ტურისტული ინფრასტრუქტურა

  1. აწარის შავი ზღისპირა ზოლის საკურორტო ინფრასტრუქტურის ურბანისტული გადაწყვეტა.
  2. აფხაზეთის შავი ზღისპირა ზოლის საკურორტო ინფრასტრუქტურა და განაშენიანება.
  3. ბორჯომის საკურორტო ზონის ქალაქგეგმარებითი _ სივრცობრივი გადაწყვეტა.
  4. თბილისის საგარეიბნო საკურორტო ზონის ურბანისტული გადაწყვეტა.
  5. ბაკურიანის სამთო-ტურისტული და დასვენების ზონის დაგეგმარება.
  6. კურორტ აბასთუმნის განაშენიანება.
  7. კურორტ წყალტუბოს პერსპექტიული განვითარების ურბანისტული კონცეფცია.
  8. სვანეთში სამთოტურიზმის და დასვენების ზონის ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტა.
  9. საცხენოსნო ტურიზმი და ტურისტული კომპლექსების ორგანიზაცია მაგანის ხეობაში (წალენჯიხის -ნი) და მცხეთის ისტორიულ-კულტურულ რეგიონში.

 

მდინარეთა ხეობებისა და სანაპიროთა გეგმარებით_ სივრცითი, ეკოლოგიური, მხატვრული _ ესთეტიკური ფორმირება.

  1. ჯვრის მონასტრის ვიზუალური გავლენის ზონაში მოქცეული მტკვრისა და არაგვის მიმდებარე ქალაქური და ბუნებრივი გარემოს გეგმარებით-სივრცითი, ეკოლოგიური, მხატვრული_ესთეტიკური ფორმირების პროექტი.
  2. თბილისის საქალაქო ცენტრის ფარგლებში მოქცეული მტკვრის სანაპიროთა გეგმარებით-ფუნქციური, სოვრცითი-ეკოლოგიური და მხატვრული-ესთეტიკური ორგანიზების პროექტი.
  3. ტერიტორია რიონჰესის კაშხლის ჩრდილოეთით-გუმათჰესის დასახლებამდე.
  4. ქალაქის ისტორიული ნაწილის ფარგლებში რიონჰესის კაშხლის ნაგებობიდან აღმაშენებლის ხიდამდე.
  5. ტერიტორია აღმაშენებლის ხიდიდან რიონჰესის სადაწნევო სადგურამდე.
  6. თბილისის საქალაქო ცენტრის პირობითი საზღვრების გამოვლენის კომპლექსური ქალაქგეგმარებითი კვლევა.
  7. თბილისის ცენტრის ქალაქთმშენებლობითი ფორმირების კომპლექსური (არქიტექტურულ-სივრცითი, ფუნქციურ-გეგმარებითი) რეტროსპექტული ანალიზი. თბილისის ცენტრის ცალკეული ქალაქგეგმარებითი კვანძები და ფრაგმენტების არქიტექტურულ-სივრცითი, ფუნქციურ-გეგმარებითი და მხატვრულ-ესთეტიკური ორგანიზება.
  8. დავით აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის გეგმარებითი-სივრცითი და ფუნქციური ორგანიზების პროექტი.
  9. თბილისის ცენტრის ქალაქგეგმარებითი კარკასის გამოვლენის კომპლექსური კვლევა.

 

სოფლების დაგეგმარება

  1. სოფელი დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა რაიონებში.
  2. სოფელი იმერეთის ან გურიის ზონაში.
  3. სოფელი აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში.
  4. მთის სოფელი (სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი).

 

ლანდშაპტური არქიტექტურა

  1. ლისის ტბის ტერიტორიის არქიტექტურულ-გეგმარებითი და ლანდშაპტური გადაწყვეტა.
  2. თბილისის ზღვის ზონის არქიტექტურულ-გეგმარებითი და ლანდშაპტური გადაწყვეტა.
  3. კუს ტბის ტერიტორიის არქიტექტურულ-გეგმარებითი და ლანდშაპტური გადაწყვეტა.
  4. თბილისის ბოტანიკური ბაღის და მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაპტურ-გეგმარებითი გადაწყვეტა.
  5. . მცხეთის, . რუსთავის და სხვა ქალაქების პარკების გამწვანების კომპლექსური გადაწყვეტა.

 

სხვა თემები

  1. . თბილისის ცენტრის მიწისქვეშა სივრცის ურბანისტული გადაწყვეტა.
  2. მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
  3. საერთაშორისო-საგამოფენო კომპლექსი თბილისში.