Logo

HitCounter

UK საიტის რუკა კონტაქტი

 

 

ძიება

     

 

 

 

 

 

MDL

Poetics

FAQ

FAQ

Desk

 

 

უწყვეტი განათლების და არქიტექტორთა პროფესიული განვითარების ცენტრი

   სასარგებლო მცირე პროგრამული კომპონენტების ჩამოტვირთვა

ყურადღება!

 

ჩვენ შესახებ

 

 

 

სიახლეები

 

დაიჯესტი

 

 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა არქიტექტურული განათლების პროცესის დაახლოებას რეალურ ცხოვრებათან. ამიტომაც სტუდენტები განათლების პირველივე წლებიდან ინტენსიურად არიან ჩართული პრაქტიკულ საპროექტო საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვნად არის განპირობებული ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებული საერთაშორისო დონის და მასშტაბების შესაფერი სააღმშენებლო კურსით.
სტუდენტთა პროფესიულ წარმატებებს ძალზედ უწყობს ხელს ის საერთაშორისო კავშირები, რომელიც ჩვენს ფაკულტეტს უცხოეთის, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ბულგარეთის, თურქეთის და ჩვენი უახლოესი მეზობელი ქვეყნების მოწინავე არქიტექტურულ სკოლებთან უკვე ოთხი ათეული წელია გააჩნია.
ფაკულტეტზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საინოვაციო, დარგთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას. ამის მკაფიო მაგალითია სტუდია–სახელოსნო ”არქიტექტურის პოეტიკის” მოღვაწეობა, რომელიც დამოუკიდებელ, აკადემიური სასწავლო ფორმატის ალტერნატივას წარმოადგენს. 1997 წელს არქიტექტურის პოეტიკა, როგორც ახალი ხედვა, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიამ აღიარა. ეს მიმართულება დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სტუდენტთა მხატვრულ აზროვნებაზე და ხელს უწყობს სასწავლო პროცესის წარმატებას.
ჩვენს ფაკულტეტზე ფუნქციონირებს არქიტექტურული ფიზიკის და მულტიმედია (კომპიუტერული) პროექტირების, აგრეთვე მდგრადი განვითარების არქიტექტურის ლაბორატორიები. უწყვეტი პროფესიული განათლების და არქიტექტურული განათლების ხელისშემწყობი ცენტრები. ფაკულტეტს გააჩნია უნიკალური არქიტექტურული წიგნებითა და ჟურნალებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა. მთლიანად არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სალექციო–სასწავლო აუდიტორიებს და დამხმარე სათავსებს 3000 კვ.მეტრზე მეტი ფართი უკავიათ, რაც გამორჩეული ინდიკატორი გახლავთ ერთ სტუდენტზე გადაანგარიშებით.
ჩვენი არქიტექტურული სკოლის სტუდენტებსა საერთაშორისო კონკურსებში მნიშვნელოვანი წარმატებები გააჩნიათ. მოყოლებული 1960 წლიდან დღემდე რამოდენიმე ათეულმა ჩვენმა სტუდენტმა მოიპოვა მთავარი ჯილდო ასეთ კონკურსებში და ეს ტრადიცია, რომლის რეალური საფუძველი, სტუდენტთა ნიჭიერებასთან ერთად, ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებელთა პროფესიული ცოდნის საერთაშორისო დონეა, დღესაც წარმატებით გრძელდება.
ჩვენი არქიტექტურული სკოლის ავტორიტეტის ამაღლებას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს მრავალი აღიარებული არქიტექტორი არის ჩვენი ფაკულტეტის საპატიო პროფესორი (Professor Honoris Causa). ესენი ბრძანდებიან: კიშო კუროკავა (იაპონია), ბერნარდ ვარნიე (საფრანგეთი), რიჩარდ ინგლენდი (მალტა), ვიქტორ ვლადიმიროვი, ალექსანდრე კუდრიავცევი და ილია ლეჟავა (რუსეთი), გიორგი სტოილოვი (ბულგარეთი), ვარაზდატ არუთუნიანი და ჯიმ ტოროსიანი (სომხეთი), ედგარ კნოპი, ჰელგე ბოფინგერი, კარლ ციგლერი, ჰანს დენჰარტი, ეკეჰარდ ჰანგარტერი და იოსტ შრამი (გერმანია), იუსტუს დაჰინდენი (შვეიცარია), იან ბოჩანი (ჩეხეთი).

 

2013 წლის 4-8 მარტს  არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა უმასპინძლა შვეიცარიის დედაქალაქ ბერნის   გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის 5  სტუდენტისა და მათი ხელმძღვანელისაგან შემდგარ ჯგუფს, რომლებიც ჩვენს ორ უნივერსიტეტს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებოდა თბილისში.

 
 

2013 წლის 22 მარტს საგანმანათლებლო პროგრამა „ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები“- ს ფარგლებში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა უმასპინძლა ამერიკელ არქიტექტორს ბერნჰარდ კარპფს (Bernhard Karpf), რომელიც საყოველთაოდ ცნობილი არქიტექტორის, პრიცკერის პრემიის ლაურეატის რიჩარდ მაიერის პარტნიორია (Richard Meier & Partners Architect). 

 
 

2012 - წლის 25–29 აპრილს  აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა ფლორენციის რომუალდო დელ ბიანკოს ხელოვნების საერთაშორისო ფონდის რეგიონალური ფესტივალი „ხარისხი და პროფესია“, რომელშიც სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ–მასწავლებლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

2012 - წლის 20–დან 26 თებერვლამდე ბაკურიანში გაიმართა მოთხილამურე არქიტექტორთა ტრადიციული შეხვედრა – ჩემპიონატი. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა არქიტექტურული კონკურსი სასტუმროს ტიპის სახლის საუკეთესო ესკიზური პროექტის გამოსავლინებლად.

 

2012 - წლის 25 იანვარს სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე შედგა სტუ–ს აკადემიურ საბჭოსა და სენატში ფაკულტეტის წარმომადგენელთა არჩევნები.

 

2012 > 2010–2011 2008–2009> 2006–2007>...ქრონოლოგიური არქივი .

 

გამოცემები

 

 

არქიტექტურული დაიჯესტი

 

არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები

 

 Explorer

 

 

სტუდენტების ნამუშევართა კრებულები

 

არქიტექტურული ინფორმატიკისა და პროექტირების მრავალფუნქციური გზამკვლევი

 

  

   მოცემულ ვებ–გვერდზე განსათავსებელად ინფორმაციის წარმოდგენის წესები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

 

არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი © 2012

 

 

ყურადღება! სტუ–ს მიერ იურიდიული სტატუსის შეცვლის გამო ფაკულტეტზე მიმდინარეობს შესაბამისი ცვლილებები, რაც პერიოდულად აისახება ამ ვებ–გვერდზე.

წინასწარ გიხდით ბოდიშს, თუ მიმდინარე ინფორმაცია დროებით არ იქნება რეალურის სრულად ადექვატური.